ხორვატიის დედაქალაქში EFC Circuit U14 -ის ეგიდით მიმდინარე 25th Rapir Cup -ზე, რაპირაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა.
🤺 გოგონათა შორის შერეულმა გუნდებმა იასპარეზეს. პირველი ადგილი ქართველი და კვიპროსელი მოფარიკავეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა.
🇬🇪 25th Rapir Cup -ის ჩემპიონები ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე გახდნენ.
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა ულოცავს მოფარიკავეებსა და მათ მწვრთნელს, თინათინ ბოლქვაძეს მიღწეულ შედეგს.
სკოლა დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა ჩემპიონებს და მათ გადაეცათ დიპლომები.







