26-27 ნოემბერს თბილისში, სპორტკომპლექს " არენა 2"-ში, რაპირით ფარიკაობაში "ბასას თასი"-ს და U-14 ევროპის თასის გათამაშება ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოფარიკავეებთან ერთად სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ. ტურნირის პირველ დღეს U-14 შორის ევროპის თასის გამარჯვებული ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII-ვ კლასის მოსწავლე, მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ასევე ბათუმელი ელენე თურმანიძე მეორე ადგილს დაეუფლა. ტურნირის მეორე დღეს U-17 შორის ,,ბასას თასის" მფლობელი ანანო ჯინჭარაძე გახდა.
ვულოცავთ, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს თინათინ ბოლქვაძეს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ.







