დღეს, 22 მარტს, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნინო ქარჩავა) აჭარის მოლაშქრე გიდების ასოციაციას უმასპინძლა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ლაშქრობისა და კემპინგის კულტურის დამკვიდრებას მოზარდებში.
ჩატარდა აქტივობები:
- მოგზაურობის გამოცდილების გაზიარება
- დისკუსია ისტორიული და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ
- საუბარი თემებზე:
ლაშქრობა, კემპინგი და კანიონინგი. მოხდა აღჭურვილობის პრეზენტაცია;
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, დაათვალიერეს მოლაშქრეთა აღჭურვილობა.
შეხვედრა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.







