ამინდის პროგნოზი

ბმულები

27.10.2023.

ბათუმის N8 საჯარო სკოლის 10 ა (დამრ. მაია ჩაგანავა) კლასი. ,,ჩვენი შეხვედრის მიზანი მათი მონახულება და მომავალ თაობაში უფროსებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გაღვივებაა. ხვალინდელ დღესთან შეხვედრაა...თანაგრძნობა, თანალმობა და ერთმანეთისათვის ხელის შეშველება ადამიანის სულის საზრდოა და მომავალი თაობა ადრიდანვე უნდა ასიგრძეგანებდეს ამ ყოველივეს."სიკეთე გადამდებია" და სიკეთის კეთებით ცხოვრების გზით სვლა ბედნიერების გამამრავლებელია..აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი.

 

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.