ამინდის პროგნოზი

ბმულები

21 ნოემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6ზ (დამრ.მაკა ხინთიბიძე) კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები სტუმრად იმყოფებოდნენ ქ. ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა ემპათიის უნარისა და სიკეთის კეთების სწავლა, ხანდაზმულების გულის გათბობა. მე-6ზ კლასის სლოგანია: იყავი კეთილი!

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.