ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8გ (დამრ. თამარ ანანიძე) კლასის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციის ,,სიკეთე გადამდებია" ფარგლებში ესტუმრნენ მახინჯაურის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანა"-ს. იქ მათ ძალიან კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ.  მოსწავლეებმა ნახეს შშმ პირების მიერ დამზადებული ნახატები, ნაქარგები, ხელნაკეთი ნივთები, რითაც აღფრთოვანებულები დარჩნენ. შშმ პირებთად ერთად მათ მოაწყვეს სასიამოვნო, მხიარული საღამო, რითაც ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ, რადგან შეძლეს მათი გაბედნიერება მცირედი დროით მაინც და გამოთქვამენ სურვილს, ხშირად დაგეგმონ მსგავსი აქტივობები.

  

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.