ამინდის პროგნოზი

ბმულები

ქალაქ ბათუმში სკოლებს შორის დაიწყო სასკოლო ოლიმპიადა, სადაც სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის გოგონათა და  ვაჟთა გუნდი ღებულობს მონაწილეობას. ვაჟთა გუნდი  მეოთხე ფინალშია, მათ დაამარცხეს ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის გუნდი ანგარიშით - 4:1.
გოგონათა გუნდიც ასევე მეოთხე ფინალში არიან.
პედაგოგი თინათინ ბოლქვაძე.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.