სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5ზ (დამრ. ნანა მალაყმაძე) კლასის მოსწავლეებმა ესტუმრნენ ქ. ბათუმის საფეხბურთო კლუბ ,,დინამო ბათუმს", სადაც მასპინძლობა გაუწიეს ცნობილმა დინამოელებმა - გრიგოლ ჩაბრაძემ და გიორგი ბეგაშვილმა. ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები მათთვის საყვარელი ფეხბურთელების შესახებ. განიხილეს დიდ ეკრანზე რამოდენიმე ფეხბურთელის ცხოვრება და მათი თამაშები. დინამო ბათუმელებმა მასტერ-კლასი ჩაუტარეს პატარებს, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში.







