ამინდის პროგნოზი

ბმულები

შენ იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის,

რომ სიტყვები ბევრს ვერაფერს გეტყვის,

ჩემს ცხოვრებას შენ იმდენად ათბობ,

რომ ამ სითბოს მე ვერასდროს დავთმობ.

შენ იმდენად მილამაზებ გრძნობებს

მინდა რომ შენც ამ სიყვარულს გრძნობდე.

ჩემს ყველა ფიქრს შენი სუნთქვა ერთვის

მადლობელი უნდა ვიყო ღმერთის,

შენ იმხელა სიცოცხლე ხარ გულის,

არაერთხელ ცრემლში ჩაძირულის

გაზაფხულის მშვიდი საღამო, დრო ფიქრისთვის, ოცნებისთვის - ასეთი გარემო იშვიათად გვაქვს ამ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებს. არადა როგორ მაკლია ფიქრი, რომელიც მივსებს უკმაყოფილებას თანატოლი საზოგადოების მიმართ. ე.წ. ,,სვეტსკი პერსონები“, რომლებიც ასე ცდილობენ იყვნენ სხვაზე უკეთესნი. მირჩევენ მეგობრებს არა იმის მიხედვით თუ რამდენად კარგი ადამიანები არიან, არამედ იმის მიხედვით აცვიათ თუ არა ხარისხიანი ბრენდი. რატომ უნდა არსებობდეს ამგვარი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, როცა იმაზე მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე ,,საყვარელი“ ფოტოების გადაღება,  ,,ფართებზე“ წოწიალი და სხვა ათასი სისულელე.

რამხელა ძალა აქვს ფურცელს... უბრალო ქაღალდს შეუძლია უკეთ გაგიგოს, ვიდრე ბევრმა ადამიანმა, რომელთაც ამ ცხოვრებამ გულები გაუყინა. თუმცა რა უნდა ვთქვა, მეც ხომ ნელ-ნელა მათ ვემსგავსები.

უჰ, არც კი ვიცი რა გიამბოთ. გონებაში იმდენი ფიქრები ტრიალებენ, უაზრო და დაულაგებლები, როგორც ეს მსოფლიო, ჩვენი ცხოვრება. ბევრს მოჰბეზრდა სიცოცხლე, მაგრამ მაინც ცხოვრობენ, დააბიჯებენ მრავალი სიბინძურით დამძიმებულ დედამიწაზე თავიანთი ნიღბებით და თამაშობენ, როგორც თეატრში. ბევრი მორწმუნე ადამიანი იფიქრებდა, რომ ღმერთმა შეგვაქცია ზურგი და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ჩვენ შევაქციეთ მას ზურგი და დავივიწყეთ ის.

აპრილის გრილი საღამოა. მე აივანზე ვზივარ, ფიქრებში წასული ვაკვირდები ცას. მაღლა ვარსკვლავები მოჩანს. ზოგჯერ ეს ვარსკვლავები, თითქოს განგებ, ემსგავსებიან ფრაგმენტებს ჩემი ფიქრებიდან, ვითომდა ხვდებიან რაზეც ვფიქრობ.

ამბობენ ცხოვრება რისკიაო. ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. დიდი ხანია ვერ გამირისკავს, ვუთხრა თუ არა, რადგან მხოლოდ ღმერთი უწყის, რა მოხდება. მის დაკარგვას ვერ გადავიტან, მასთან ერთად ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. რისკის სანაცვლოდ მე ვკმაყოფილდები იმით, რაც გამაჩნია: შესაძლებლობა იმისა რომ ყოველდღე უბრალოდ შევხვდე და ჩავეხუტო 5 წუთით.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.