ამინდის პროგნოზი

ბმულები

შენ იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის,

რომ სიტყვები ბევრს ვერაფერს გეტყვის,

ჩემს ცხოვრებას შენ იმდენად ათბობ,

რომ ამ სითბოს მე ვერასდროს დავთმობ.

შენ იმდენად მილამაზებ გრძნობებს

მინდა რომ შენც ამ სიყვარულს გრძნობდე.

ჩემს ყველა ფიქრს შენი სუნთქვა ერთვის

მადლობელი უნდა ვიყო ღმერთის,

შენ იმხელა სიცოცხლე ხარ გულის,

არაერთხელ ცრემლში ჩაძირულის

უკვე ბევრჯერ შევიმშრალე ცრემლი

დამავიწყე ტკივილები ძველი...

სულ ჩემს გვერდით რომ გიხილო მინდა

ვფიქრობ შენთვის ყველაფერი ღირდა...


...

 

შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე,

ვიფიქრე ლამაზი თვალები გქონია,

ასეთი ლამაზი უძირო თვალები

ალბათ, არასდროს არავის ჰქონია,

გიპოვი შემხედავ და

თვალებს ძირს დავხრი

დიდხანს, რომ გიყურო

დამწვავენ მგონია,

კვლავ გულში გავივლებ

ასეთი თვალები ალბათ არასდროს არავის ჰქონია

დღემდე ვერ მივმხდარვარ და ვერ გამიგია

ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია

მართლა ლამაზია ეგ შენი თვალები?!

თუ მე რომ მიყვარხარ იმიტომ მგონია.

 

...

 

იცი? ლოდინი რა ძნელია?

როცა სიმარტოვეს ებრძვი, ნახე...

რამდენი ვარსკვლავია

მე კი მენატრება ერთი!

იცი? უშენობა რა ძნელია?

ამ დროს ლექსის წერა მშველის,

ირგვლივ იმდენის თვალებია,

მე კი მენატრება ერთის!

იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?

ალბათ უშენობა შემშლის,

ირგვლივ იმდენის ღიმილია...

მე კი მენატრება შენი!

იცი? სიყვარული რა ძნელია?!

როცა გულში იკლავ შენთვის,

ფუჭი ოცნებებიც დამღლელია

როცა ვერაფერს შეცვლი!

ხედავ? ეს გული რა წრფელია?!

როცა შენზე წერს და გეტყვი

ირგვლივ რამდენის თვალებია

და მაინც მენატრება ერთი.

 

ლელა ევგენიძე


 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.