ამინდის პროგნოზი

ბმულები

ცხოვრებაში ხშირია მომენტები, როცა რაიმეზე სერიოზულად ფიქრობ. ცდილობ გამოიცნო პასუხი შენსავე დასმულ კითხვაზე. იცი, რომ ცხოვრებაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, მაგრამ დაუოკებელი ჟინი გაძლევს ძალას თავად უპასუხო კითხვებს.

ჩვენ პატარა საქართველო გვაქვს, მაგრამ მრავალ საუკუნოვანი ისტორია. ჩვენი ისტორია მწარე, ტკივილიანი, მაგრამ ამაყი და დიდია, რადგან ჩვენ უდიდესი მეფეები გვყოლია. საქართველო ოდითგანვე ძალიან ლამაზი ქვეყანა იყო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა უმშვენიერესი ბუნებით, სწორედ ამის გამო საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა, საუკუნეების განმავლობაში ჩვენს თავს გვესხმოდნენ სპარსელები, თურქები და სხვები. ყველანი ცდილობდნენ თავისი გავლენის ქვეშ მოექცათ, მაგრამ ქართველები ყოველთვის მედგრად იდგნენ თავიანთი მიწის სადარაჯოზე.

ის კვლავ ჩემთანაა, არ წასულა, გონებას მიღრღნის, სულ რაღაცას ჩამსძახის, მე თითქოსდა არ მესმის, ვცდილობ ყური არ დავუგდო, მაგრამ არ ძალმიძს, ის ხომ ჩემი  შინაგანი მეა. ჩემთან ერთად დაიბადა და ჩემთან  ერთად იზდებოდა, მე უფრო მალე ამოვიდგი ენა, მან კი მაშინ, როცამე უკვე მოზდილი ვიყავი. მას შემდეგ გადმუდმებით მელაპარაკებოდა, რა უნდა პირველი სიტყვები გავიგონე, როცა მომმართა და მთხოვა მისთვის გონება და გულის კარი გამეღო, დავიბენი, ვერ მივხვდი  რა იყო, არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ხმა მესმოდა. მინდოდა მომეშორებინა, ვცადე და უცბად ტვინში ტკივილი ვიგრძენი, დამეძაბა გონება, დავიღალე, ასე ბევრჯერ მოხდა, მასთან განშორება ვერ შევძელი.

...ღამით  საშინელმა  ხმაურმა გამაღვიძა. კარგად  გავიგონე  აფეთქების  ხმა. დედა  ჩემს ოთახში შემოვარდა, ხელში ამიყვანა და მაგრად ჩამიკრა გულში.  ყველანი  გარეთ გამოვცვივდით  მივრბოდით,  მაგრამ  არ  ვიცოდით  სად.  ხმები ისევ  მესმოდა. ვხედავდი როგორ გარბოდა ხალხი სხვადასხვა მხარეს, დედას მაგრად ვუჭერდი ხელს, არ მინდოდა დამეკარგა.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.