ამინდის პროგნოზი

ბმულები

მთა, დავითის.
გამშვენებს მტკვრის ხეობა
და გამდიდრებს ცხელი წყალი.
გორგასალმა გაგაჩინა
და თამარმა დაგამშვენა,
შენმა სილამაზემ და მშვენებამ,
საქართველო  დაგვიმშვენა.
ომარ კარახასანოღლი

მთელი ჩვენი სიცოცხლე კეთილისა და ბოროტის ჭიდილშია. მაინც რა არის სიკეთე? სიკეთე იმდენად დიდი მადლია, რომ მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

სიკეთე, ჩემი აზრით, უანგაროდ ჩადენილი კარგი საქმეა, რითაც სხვას ბედნიერებას მიანიჭებ. ჩვენ მესამე კლასში ვისწავლეთ ერთი მოთხრობა, როცა სკოლისაკენ მიმავალმა თამაზმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა პატარა ბავშვი და სიკვდილს გადაარჩინა და თვითონ უხმაუროდ გაუჩინარდა. მას სიკეთე სამაგიეროს მიღების მიზნით არ ჩაუდენია. სწორედ ასეთ ქმედებას აქვს ფასი.

***

შარაზე წერტილივით მოჩანდა რაღაც საგანი. ეს საგანი კი არა, მაიასა და მისი ძმის სილუეტია. საცოდავად მობუზულან...

- ვაი, მცივა !  - განწირული ხმით ეუბნება ძმას.

- ცოტა მოითმინე – ანუგეშებს ძმა პატარას.

- როდის მივალთ ? - ვერ ისვენებს გოგონა.

- მალე, ძალიან მალე, ჩემო ცუგრუმელა დაიკო.

ერთი წუთით ფიქრს მიეცა. რა იქნებოდა არ მიეტოვებინა ჩვენი თავი დედას ? თავის თავს ეკითხება ბიჭი, მაგრამ ბუნების ძალას წინ ხომ ვერ აღუდგები.

ფიქრებიდან მხოლოდ დის ტირილმა გამოიყვანა. რა ატირებდა მაიას ნეტავ?

გაზაფხულის მოსვლა ყველაზე მეტად ჩვენს ეზოს დაეტყო, მზე უხვად აფრქვევს სხივებს ამწვანდა სკვერი, ისმის მერცხლების ჭიკჭიკი, იმატა ბავშვების ჟრიამულმა. მშვენიერი სანახავია დილით დასუფთავებული ეზო. ზოგი სამსახურისაკენ მიიჩქარის, ზოგიც _ სკოლისაკენ. მალე პატარებიც წამოიშლებიან და საბავშვო მოედანი ახმაურდება. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მეც სიხარულით ჩავდივარ ეზოში, ვთამაშობ და ვერთობი. მე ძალიან მიყვარს ჩემი ეზო.

ანა კოპაძე

V კლასი

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.