ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში.მე შევეცდები ვიმსჯელო ამ თემაზე და შეძლებისდაგვარად გავერკვე პრობლემაში.ყველა მშობელს სურს თავისი შვილი აღზარდოს ისეთი ,როგორც ოჯახს შეეფერება,თუმცა ყველა ვერ ახერხებს ამას.მცირე ასაკში ისინი შვილებს იმორჩილებენ ან ძალით ან სხვა ხერხების გამოყენებით.როცა შვილი გარკვეულ ასაკს აღწევს ვთქვათ 15–წლის ცდილობს დამოუკიდებლობის მოპოვებას.ეს კი იმაში გამოიხატება,რომ ის აღარ უსმენს მშობლების რჩევებს,რაც კამათსა და უთანხმოებას იწვევს.
ვინ ვარ?
ღრუბლის ნაგლეჯი ვარ
და ზღვის ერთი წვეთი,
მთელი დედამიწის
მხოლოდ ერთი კენჭი,
ერთი ფოთოლი ვარ
ობლად ჩამომჯდარი
და მთის ნაკადული
ცრემლად დანაღვარი.
კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი პრობლემაა, რომლის საბოლოო გადაწყვეტა ვერა და ვერ ხერხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს, რომელთა შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია: უფროსი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრობლემა ბავშვებშია, ხოლო ახალგაზრდებს პირიქით–ისინი კონფლიქტის მიზეზად მშობლებს ასახელებენ. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ასე არ არის და არსებობს გამონაკლისი შემთხვევები.
თხუთმეტი წელი არც თუ ისე პატარა ასაკია იმისთვის, რომ ვერ შევძლო ცხოვრებას რეალური თვალით შევხედო. ცხოვრება რთულია. ამას ყველა ამბობს, დაბადებიდან გარდაცვალებამდე ამ ერთ ფრაზას ძალიან ბევრჯერ შეიძლენა მოვკრა ყური. ბავშვობაში ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, თუ რას ნიშნავს ცხოვრების სირთულე. პრინციპში რას გავიგებდი მაშინ, როცა ერთადერთ პრობლემას ჩემს ცხოვრებაში თოჯინისათვის კაბის არჩევა ან გატეხილი ფინჯანის დამალვა წარმოადგენდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ, ან უფრო სწორად მეფიქრება წუთისოფელზე. არაამქვეყნიური საიდუმლოებების ძიება საკუთარ თავში ოდესღაც სისულელედ მიმაჩნდა.
გვერდი 2 სულ 12
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.