ამინდის პროგნოზი

ბმულები

აპრილის გრილი საღამოა. მე აივანზე ვზივარ, ფიქრებში წასული ვაკვირდები ცას. მაღლა ვარსკვლავები მოჩანს. ზოგჯერ ეს ვარსკვლავები, თითქოს განგებ, ემსგავსებიან ფრაგმენტებს ჩემი ფიქრებიდან, ვითომდა ხვდებიან რაზეც ვფიქრობ.

ამბობენ ცხოვრება რისკიაო. ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. დიდი ხანია ვერ გამირისკავს, ვუთხრა თუ არა, რადგან მხოლოდ ღმერთი უწყის, რა მოხდება. მის დაკარგვას ვერ გადავიტან, მასთან ერთად ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. რისკის სანაცვლოდ მე ვკმაყოფილდები იმით, რაც გამაჩნია: შესაძლებლობა იმისა რომ ყოველდღე უბრალოდ შევხვდე და ჩავეხუტო 5 წუთით.

ხშირად ვფიქრობ, ხოლმე ჩემს მდგომარეობაზე, რომელიც დღევანდელი ამინდივით გაურკვეველია, კარგია თუ ცუდი. თავს ვგრძნობ დედამიწაზე ერთდროულად ყველაზე ბედნიერ და უბედურ ადამიანად. მასთან ახლოს ვარ, მაგრამ ჩვენი გულები ძალიან შორს არიან...

მომწონს უღრუბლო საღამოები. შემიძლია ვაკეთო ის რაც ძალიან მიყვარს, ანუ ვიოცნებო. ვაკვირდები ვარსკვლავებს და ჩემსა და მის თავს მზესა და მთვარეს ვადარებ: ჩვენ ერთად ვერასოდეს გავანათებთ...

 

IX-ბ კლასი:       ლაშა გალოგრე

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.