ამინდის პროგნოზი

ბმულები

ჩვენმა კლუბმა (ცთგ) გადაწყვიტა ამ დღეს მოეწყო „დიდი გასეირნება“ ქალაქში. ძალიან გვიყვარს ახალი შენობების, სკვერების და გალამაზებული უბნების დათვალიერება. საღამოს დავესწარით იუსტიციის სახლის გახსნას, მართლაც შესანიშნავი ნაგებობაა. მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და სიმფონიური ორკესტრის კონცერტს.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.