ამინდის პროგნოზი

ბმულები

4 ივნისს ჩვენს სკოლაში „ბათუმის საჯარო სკოლების თვითმართველობის კლუბის“ მიერ ჩატარდა სემინარი თემაზე „ეკოლოგია“. სემინარი ჩატარდა „გარემოს დაცვის“ კვირეულის ფარგლებში. სემინარის ორგანიზატორი იყო X–ე კლასის მოსწავლე ალექსანდრე ბახტაძე. მოწვეულები იყვნენ ქალაქის სკოლების მოსწავლეები.

სემინარის  დასასრულს გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ  სიგელებითა და წიგნებით.

მოწვეულები იყვნენ ექსპერტები: ლუბა ბრეგვაძე, ზაირა ჯანელიძე, მაია გაბაიძე, რომლებმაც შეაჯამეს სემინარი.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.