ამინდის პროგნოზი

ბმულები

2 ივნისს ჩვენს სკოლაში მეთორმეტე  კლასელებისათვის დაირეკა ბოლო ზარი. დილიდანვე ისინი თეთრ პერანგებში გამოწყობილნი მოდიოდნენ სკოლაში, თითქოს ვალმოხდილები, დამშვიდებული სახეებით, მათ ხომ ორი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე უწევდათ გამოცდის ჩაბარება. სკოლის ფოიეში მათ ყველა  სიყვარულით ეგებებოდა და თან სამახსოვრო წარწერას უტოვებდნენ პერანგებზე, შემდეგ მათთვის სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა გულთბილი შეხვედრა, იყო მილოცვები, ცეკვები, მოგონებები. ბოლოს კი დაირეკა „ბოლო ზარი“.... ნახვამდის სკოლავ....................

 


 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.