16 ივნისს აქტიური მუშაობისათვის ცთგ–ს წევრები წაგვაგახალისეს. დირექციამ მოგვიწყო უფასო ექსკურსია მარშრუტით: ბათუმი – გელათი, მოწამეთა, სათაფლიის მღვიმე;
სათაფლიის მღვიმე–კარსტული წარმოშობისაა, იგი მდინარე ოღასკურას შემოქმედებაა მილიონი წლების განმავლობაში. საოცარი სამყარო გადაიშლება მღვიმეში მოხვედრისთანავე, განათებები, შუქჩრდილები ულამაზეს ხედებს ქმნიან, თავი ზღაპარში გეგონება.
მოწამეთა, გელათი... ეს ხომ ჩვენი ისტორიაა. გელათის აკადემიაში ექსკურსიამძღოლმა ზ. ჭკუასელმა მინი ლექსცია ჩაგვიტარა აკადემიის შესახებ. ვიპკურეთ გელათის წყაროს წყალი და თითქოს ისტორიის ნაწილი გავხდით. დავათვალიერეთ ქ. ქუთაისის განახლებული უბნები. ექსკურსიის დასასრულს ზღვის ნაპირას, ფიჭვნარში ჩამოვჯექით, შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი, კმაყოფილნი დავბრუნდით შინ.




























