ამინდის პროგნოზი

ბმულები

1 ივნისს, ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო  IX-ე კლასის მოსწავლის სალომე ზოიძის პერსონალური გამოფენა. სალომემ წა­რმოადგინა კვილინგი, რომელმაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. თი­თქმის ერთი წელია იგი ამ საქმითაა დაკავებული, პედაგოგ ნელი  აფხაზავასთან ერთად იგი უფრო დიდ გამოფენაზეც ფიქრობს, მომავალ სასწავლო წელს სურს ცოდნა მეგობრებსაც გაუზიაროს და კლუბი ჩამოაყალიბოს  – წარმატება ვუსურვოთ მას!

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.