ამინდის პროგნოზი

ბმულები

2 დეკემბერს X-ა კლასმა (დამრიგებელი: ნ. ნაკაიძე) ჩაატარა პროექტის - „გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესია მონასტრები“ - პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბანერები: ხახული, ბანა, შატბერტი, ოპიზა, წყაროსთავი, ხანძთა, დოლიყანა, ოშკი, იშხანი, ტბეთი . ბანერზე მოცემული იყუო შესაბამისი ტაძრის სურათები და მოძიებული მასალები.

პრეზენტაციის წარდგენაში მონაწილეობდნენ: მ. დავითაძე, თ. ხაბაზი, ა. ბერაძე, ე. ჭელიძე, თ. თავართქილაძე, ს. კარახასანოღლი, პ. შულაია, გ. ტარიელაძე, ლ. ვახტანგაძე, თ. ჭაღალიძე, თ. მელაძე, თ. ტარიელაძე.

სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ მოაწყონ ექსკურსია ტაო-კლარჯეთში და მოინახულონ აღნიშნული ისტორიული ძეგლები.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.