1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა კონფერენცია; ამ დღეს გამოვლინდა გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულები:
1. პლაკატების კონკურსი - გაიმარჯვა VIII-გ კლასის მოსწავლის, ანა მეფარიშვილის ნამუშევარმა.
2. ბანერების კონკურსში გაიმარჯვა XI-დ კლასის მოსწავლეების ნიკა გროგოლიასა და სედატ კარახასანოვას ბანერმა.
3. ნახატების კუნკურსის გამარჯვებულია VI-ა კლასის მოსწავლის, სალომე ხალვაშის ნახატი.
4. ესეების კონკურსის გამარჯვებულია XII-ბ კლასის ნატო ცინცაძის ესსე.
5. ვიდეორგოლების კონკურსის გამარჯვებულია XII-ბ კლასის მოსწავლის ოთარ მღებრიშვილის ვიდეორგოლი.
კონგფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ალექსანდრე ბახტაძე(XIკლ.), სალომე ბათნიძე(VIIIკლ.),ჯულიეტა ნინიძე,(XIკლ.) ნატო ცინცაძე(XIIკლ.)), ბიოლოგიის მასწავლებელი - ნინო ქათამაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნანული რომანაძე, სკოლის ადმინისტრატორი - ნატო მოისწრაფიშვილი.
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლებში გამარჯვებული ნამუშევარი.














