ამინდის პროგნოზი

ბმულები

24 ნოემბერს წიგნის მოყვარულთა ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე  „წიგნი და კომპიუტერი“. კლუბს წელს პირველად ჰყავდა სტუმარი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი. დებატებში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და პედაგოგებმა.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.