დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოცხადდა ესეების,ნახატების ბანერების კონკურსი. სკოლის გაზონებში დაირგო ნარგავები. 23 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „დედამიწა ჩვენი სახლი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალო“–ს წარმომადგენელი ი.გუჩმანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი თაობა“ _ წარმომადგენელი ც. ქათამიძე. კონფერენცია გახსნა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ა.ბახტაძემ.
კონფერენციაზე წაიკითხეს თემები:
-
შავი ზღვა – ნინო აბუსელიძე XI-ბ კლასი
-
ოზონის შრე – ეკა დუმბაძე XI-გ კლასი
-
ტყე–მისი რაციონალური გამოყენება და დაცვა – მარიამ კუკავა X-ა კლასი
-
კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო – თამუნა ჭყონია XI-ა კლასი
-
წყალი. წყლის მიერ გამოწვეული პრობლემები – ელენე აბაშიძე, სალომე გერგეშანია, თამთა ჯღენტი – X-ბ კლასი.
დედამიწის თემაზე შექმნილი ესეები წაიკითხეს ს.მელქონიანმა და თ.ძირკვაძემ
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გეოგრაფიის პედაგოგები მ. გოგოლიშვილი და
ლ. ბრეგვაძე, სკოლის დირექტორი გ. ხალვაში.









ღონისძიების ორგანიზატორები: მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო და მოხალისეთა კლუბები, საზოგადოებრივ მეცნიერებატა კათედრა.







