ქ. ბათუმის მერიის ,,თვითმმართველობის ფორუმის“ ინიციატივით განხორციელდა პროექტი ,,ბათუმი – მუზეუმების ქალაქი“. თვითმმართველობების თავმჯდომარეებს დავალებული ჰქონდათ მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა. მე-8 და მე-9 საჯარო სკოლების თვითმმართველობების თავმჯდომარეებმა ალექსანდრე ბახტაძემ და გოჩა ჩოგაძემ პროექტი მოამზადეს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე. ისაუბრეს მის ისტორიულ–გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე. მონაწილეებს დაურიგდათ ,,ფლაერები“, რომელიც მათ გიდობას გაუწევთ მუზეუმის მონახულებისას.








