ამინდის პროგნოზი

ბმულები

2012 წლის 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით აჭარაში მიმდინარეობდა ტურიზმის კვირეული, რომელშიც ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. 28 მაისს გავედით პლაჟის დასუფთავების აქციაზე ბათუმის ბულვარში.

 




30 მაისს ვიყავით კინტრიშის ნაკრძალის დაცულ ტერიტორიაზე. დავათვალიერეთ ცხემლვანის დედათა მონასტერი, შემდეგ ავუყევით მდინარე კინტრიშის ხეობას ჩანჩქერამდე. ვნახეთ ძველი  ქრისტიანული ნასახლარი, შემორჩენილი ქვევრები, „თამარის ხიდი“. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. ეს დღე დაუვიწყარი იქნება ყველა ბავშვისათვის.















სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.