ამინდის პროგნოზი

ბმულები

9 ნოემბერს ქ. ბათუმის #8 საჯარო სკოლაში, სკოლის ბიბლიოთეკის, (ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია) წიგნის მოყვარულთა კლუბ ,,საუნჯის“ (თავმჯდომარე ლექსო ბახტაძე, მეურვე ნანული რომანაძე) თაოსნობით, ასევე ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლის, თეონა სიხარულიძის მხარდაჭერით მოეწყო შეხვედრა პოეტ ზურა სალუქვაძესთან.

 

პოეზიის საღამოზე მოწვეული იყვნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

საღამო მეტად საინტერესოდ წარიმართა, პოეტი თავად კითხულობდა ლექსებს. აღმოჩნდა, რომ, დამსწრე ახალგაზრდებს შორის ბევრმა ზეპირად იცოდა ზურა სალუქვაძის ლექსები და დარბაზიდან ხმას აყოლებდნენ ლექსის მხატვრულ კითხვას, ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ წაიკითხა საკუთარი ლექსი:  ნინო ქათამაძემ (XII კლასი), ელენე ჯულაყიძემ (IX კლასი) და ვიოლა სირაბიძემ (IX კლასი), რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

საღამოს ამრავალფეროვნებდა ზურა სალუქვაძის მეგობრების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.









სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.