ამინდის პროგნოზი

ბმულები

2017 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში VI ვ კლასის (დამრიგებელი და პედაგოგი დალი ქობულაძე) მოსწავლეებმა პროგრამულად გაიარეს გაკვეთილი თემაზე ,,ჩემი სოფლის სამკითხველო“ (ნ. შატაიძე).

 

ნაწარმოებში საუბარია სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკასა და წიგნის სიყვარულზე. ამ თემის შესაბამისად მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სკოლის ბიბლიოთეკას სტუმრებოდნენ და გაცნობოდნენ ბიბლიოთეკასა და ბიბლიოთეკარის მარიამ ჭანტურიას მუშაობის სტილს. გაიმართა დისკუსია ამ თემაზე, გამოიკვეთა საერთო ნაწარმოებში აღწერილი ბიბლიოთეკარსა და ქალბატონი მარიამის მუშაობაში. მოსწავლეებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ბიბლიოთეკაში ისაუბრეს იმ სიამოვნებაზე, რომელსაც განიცდიან წიგნების არჩევისას, ისინი ხომ თავად ირჩევენ სასურველ წიგნს ან ბიბლიოთეკარი ასაკის შესაბამისად მიუთითებს თაროებს, რომელზეც მიჯრითაა ჩალაგებული წიგნები. ბავშვები კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნს უდიდესი ძალა აქვს. მათი აზრით  აუცილებელია ხშირი სტუმრობა ბიბლიოთეკაში.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.