2017 წლის 26 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ვ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟი: მოვეფეროთ იაკობს და ,,დედაენას“.
მოსწავლეებმა მოგვაწოდეს მწერლის ცხოვრების ეპიზოდები, წარმოადგინეს ნაწყვეტები მოთხრობებიდან და წაიკითხეს ლექსები. უყურეს ვიდეოჩანაწერს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ. შეასრულეს ჰიმნი ,,დედაენასთან“ დაკავშირებით.
მონტაჟი ჩატარდა სკოლის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მარიამ ჭანტურიას ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით. მონტაჟი მოამზადა მე-3 ვ კლასის ხელმძღვანელმა მაია გრიგოლიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო გოგოლიშვილი და დაწყებითი კლასების პედაგოგები.





















