მოძღვართა მოძღვრის დიდი იაკობის „ დედაენას’’, განსაკუთრებით მოეფერენ 27 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში.
იაკობ გოგებაშვილის კვირეულში მონაწილეობა მიიღეს IV-ზ კლასის მოსწავლეებმა, თემაზე: „დაილოცოს დედაენის შემოქმედი’’. წარმოადგინეს ბუმბერაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გრძნობით წაკითხული ლექსები, წარმოთქვეს გამონათქვამები „ დედაენაზე’’. აქეს და ადიდეს ქართული ენა.
კლასის დამრიგებელმა ნინო ახალაიამ მშობლებს წარუდგინა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნები, მათ შორის ხელნაწერი წიგნი, „ რა გვასწავლა დედაენამ’’.
ყოველი სიტყვა ამ წიგნისა გაჟღენთილია ბავშვების უსაზღვრო სიყვარულით, კეთილშობილებითა და სამშობლოს სიყვარულით. „ დედაენა’’ ყოველი ქართველის გულის ძგერაა.
შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ეს დღე, დასტურია იმისა, რომ დღევანდელი მეოთხეკლასელები, ღირსეული მემკვიდრეები არიან დიდი იაკობ გოგებაშვილისა.







