ოქტომბრის ბოლოს სკოლაში ჩატარდა დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.
30 ოქტომბერს სკოლის ბიბლიოთეკაში III-ე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა ზენაიშვილი) წრმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,ჩვენი იაკობი“.
სკოლის ბიბლიოთეკა გულთბილი მასპინძელია პატარების. მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელი მწერლის ბიოგრაფიაზე, მის პიროვნულ ღირსებებზე, ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. ლამაზად წარმოაჩინეს ყველა თაობის უკვდავი განძი ხელთუქმნელი ,,დედაენა“. თბილი სიტყვებით ეფერებოდნენ იაკობს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალა, რომელიც ასახავდა მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ღონისძიებამ დამსწრეთა საერთო მოწონება დაიმსახურა. სასწავლო ნაწილის გამგემ ნინო გოგოლიშვილმა შეაჯამა პატარების სწორი ხედვა და დიდი იაკობის შთამომავლებს უსურვა ბედნიერი მომავალი.


















