30 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - დარეჯან ჯინჭარაძე) ჩაატარა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თემაზე - ,,ერის განმანათლებელი - ილია“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილიას ბიოგრაფიული მოღვაწეობის მიერ საინტერესო აზრები, ბრძნული გამონათქვამები; კონკურსი ჩატარდა ილიას ლექსების საუკეთესო სტრიქონების კითხვაში; შეასრულეს სიმღერები ,,ჩემო კარგო ქვეყანა“, მამულზე, საქართველოზე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სურათები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნინო გოგოლიშვილი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - მარიამ ჭანტურია და მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც შეაფასეს მოსწავლეთა აქტიურობა და დიდი მადლობა გადაუხადეს მათ დამრიგებელს - ქალბატონ დარეჯან ჯინჭარაძეს.











