ამინდის პროგნოზი

ბმულები

ასე ღიმილით, ხალისით და ამაღელვებელი განწყობით მოგვილოცეს შობა-ახალი წელი ბათუმის N8 საჯარო სკოლის I - ე კლასის მოსწავლეებმა. ბავშვების გაბრწყინებული და ბედნიერი სახეები მეტყველებდა იმაზე თუ რაოდენ ჯადოსნურია შობა-ახალი წლის ღამე.

 

მათ მონდომებას და შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, დამსწრე საზოგადოების ღიმილიანი სახეები გვაფიქრებინეს, რომ პატარებს სურვილები და ოცნებები აუცილებლად აუსრულდებათ.

ბავშვებს ახალი წელი მიულოცა სასწავლო ნაწილის გამგემ ქ-მა ნინო გოგოლიშვილმა. ჩვენც, ყველას გილოცავთ, დაე ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ოცნებების ასრულების წელი:

,,გილოცავთ! გილოცავთ! ახალ წელს გილოცავთ!

შენ ვისაც სამშობლო გიყვარს!“

კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი: მაია გორგილაძე.

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.