ამა წლის 27 ოქტომბერს, წიგნის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლენა დუმბაძე) იმოგზაურეს ზღაპრების სამყაროში.
თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ქართული და საზღვარგარეთული მეზღაპრეების მიერ შექმნილი ზღაპრები. სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო ზღაპრის პერსონაჟებთან შეხვედრა, მოაწყვეს ინსცენირება.
მოსწავლეებმა თვითონ აკინძეს და შექმნეს სხვადასხვა ზღაპრის გმირების წიგნები.
























