ამინდის პროგნოზი

ბმულები

დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნანა ზენაიშვილმა მე-4 ,,ე" კლასში მოამზადა პროექტი თემაზე: ,,ხალხური სიტყვიერების მნიშვნელობა". თემაზე მუშაობა მოიცავდა პერიოდს 2019 წლის 20 მაისიდან 11ივნისამდე. პროექტი მიზნად ისახავდა, უფრო ღრმად გაცნობოდნენ მოსწავლეები ხალხური სიტყვიერების მარგალიტებს. გაეზიარებინათ რამდენად საჭიროა თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ხალხური შემოქმედების ცოდნა.  მოსწავლეები განივითარებდნენ სხვადასხვა უნარებს: შეფასების, თანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის,  ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების, ასევე  გაიაქტიურებენ შემოქმედებით უნარებს.


დაინიშნა ოთხი შეხვედრა, კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცა თავისი დავალება და შესრულების ვადები. გზადაგზა ტარდებოდა მონიტორინგი და ამზადებდნენ შესრულებულ დავალებებს. ბოლოს მოახდინეს შეჯამება. მოსწავლეებმა წარადგინეს სლაიდ-შოუ, შექმნეს ფლაერი, გამოუშვეს გაზეთი, მოიტანეს მასალები მუზეუმიდან, ბიბლიოთეკიდან და სხვა. ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც   ხალხური შემოქმედება წარმოადგინეს საქართველოს კუთხეების მიხედვით. იგი ასახეს სიმღერებსა და ცეკვებში.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.