ამინდის პროგნოზი

ბმულები

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
21.06.2019 წელს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა -ლეილა ღვინტიძემ გააკეთა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია თემაზე: ,,სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები."
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების კათედრის წევრები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.