2019 წლის 2 დეკემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ბ კლასში (დამრიგებელი ია ბლაგიძე) ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით საინტერესო ლექცია ჩატარდა. ლექციას უძღვებოდა იურისტი ნინო დევაძე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. ისინი აქტიურად ჩაებნენ მსჯელობაში. მადლობა ქალ-ნ ნინოს საგანმანათლებლო, ინფორმაციული ლექციისათვის.







