ამინდის პროგნოზი

ბმულები

ეს დღე განსაკუთრებით პირველკლასელთათვის  გამორჩეულად საზეიმოა. მათთვის დედაენის წიგნში თავმოყრილი ყველა ლექსი თუ მოთხრობა, ანდაზა თუ შეგონება ძალიან ძვირფასი და ღირებულია. წარმოგიდგენთ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I ვ (დამრიგებელი მაკა ჩიკაშუა) კლასის ნამუშევრებს.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.