ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგანში მუსიკა შეისწავლეს თემა: ,,კინო და მუსიკა"  და პროექტისათვის შეარჩიეს მასალა ,, რატომ უნდა ვუყუროთ კარგ ფილმს?".
1. მოსწავლეები გაეცნენ კინოს ისტორიას, ესთეტიკას, მის როლსა და დანიშნულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ მიერ ნახული ფილმებიდან გამოარჩიეს საყვარელი ახლობელი ფილმები და გააკეთეს პროექტი.
2. ეს ფილმები წარადგინეს გაკვეთილზე პრეზენტაციისა და ჩვენების ფორმატში. მოსწავლეებს ჰქონდათ შერჩეული სხვადასხვა ჟანრის ფილმები: მხატვრული, ანიმაციური. ეს ფილმები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა შინაარსითა და იდეურ მხატვრული სულისკვეთებით: სათავგადასავლო, იგავ-ზღაპარი, სოციალური, დრამატული და კომედიური ჟანრის.
3. გაანალიზეს მათში არსებული პრობლემური მხარეები და მათი გადაჭრის გზები.
4. აღნიშნეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, რომელიც განსაკუთრებით ეხმარება მოქმედი გმირების სახეების, ხასიათის და გრძნობების აღქმას. აკეთილშობილებს ფილმს და მაყურებელში იწვევს ნაყოფიერ, ემოციურ ზემოქმედებას.
5. მოსწავლეებმა აიღეს ინტერვიუ ერთმანეთისაგან და გამართეს დისკუსია, მსჯელობა ფილმების გარშემო.
პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე გამოირჩეოდა დიდი ინტერესით, ხალისით და ემოციურობით.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.