სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIვ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის ხელოვნების მუზეუმს და ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოსწავლეებმა მუზეუმებში დაათვალიერეს კერამიკული ნამუშევრების გამოფენა, ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები, ასევე იხილეს იმ ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები, რომლებიც აჭარის რეგიონში ბინადრობენ.
კლასის დამრიგებელი - მაკა ჩიკაშუა.







