ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასთან დამრიგებელმა ია ბლაგიძემ წინასწარ ჩაატარა შეხვედრა, შემდეგ დაგეგმეს მსგავსი საათის ჩატარება სამ სხვადასხვა კლასში, თუმცა ამჯერად შეხვედრის ჩატარება მოსწავლეებს დაევალათ, დავალებად ასევე ჰქონდათ ვიდეორგოლი სათაურით "ტოლერანტობა".
,,ძალიან ამაყი ვარ თითოეულის მუშაობით, პასუხისმგებლობითა და უნარით -
ხშირად ვიმეორებ ფრაზას "ორი კურდღლის მადევარი" -სამსაც კი დაიჭერსო!(ჩემეული ვერსია). მთავარია მონდომება!
სწორედ ასე დავიჭირე სამი კურდღელი:
ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა , გარდა იმისა რომ გაიაზრეს "ტოლერანტობის" არსი,
- იმუშავეს გუნდურად;
-თამამად წარდგნენ სხვა კლასის მოსწავლეების წინაშე და გაიუმჯობესეს საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარები;
-შექმნეს ვიდეორგოლი( მადლობა ნინი დიასამიძეს მონტაჟისთვის, მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის);
-აიმაღლეს მოტივაცია
-შეიყვარეს სკოლის ცხოვრება კიდევ უფრო მეტად;
-მოირგეს და გაიაზრეს "მასწავლებლობის როლი" თანმხლები ვალდებულებებით;
-გაიმყარეს თავდაჯერებულობა ;
შეხვედრა ჩატარდა V-დ, VI ე, VIIვ კლასების მოსწავლეებთან. დასმულ შეკითხვებზე თამამად მსჯელობდა თითოეული მოსწავლე, მადლობა მათ აქტიურობისთვის💛
შეხვედრას ესწრებოდნენ სოც.მუშაკი ლიკუნა გრიგოლია და ფსიქოლოგი ნათია ყაველაშვილი , მათი შეფასება იყო გამამხნევებელი პრეზენტატორებისთვის💛
მადლობა ჩემო ინტერესიანო გოგო-ბიჭებო!
მალე ისევ გაგიზიარებთ მომდევნო პროექტს, ამჯერად კლასის სხვა ჯგუფის ორგანიზებით, სხვა თემატიკაზე❣️"- აცხადებს კლასის დამრიგებელი.
#მეტიაქტივობაგანვითარებისთვის
#VIIIბჩემიმოტივაცია
#ტოლერანტობა







