ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში აღინიშნა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. საზეიმო ღონისძიებაზე პატარებმა სკოლის სააქტო დარბაზში წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს არაერთი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, სოლიდარობის ნიშნად იმღერეს უკრაინულ ენაზე. სცენაზე შესრულდა უკრაინული ცეკვა (პიდმანულა).
ღონისძიებას ამშვენებდა ორკესტრი, შესრულდა ცალკეული მუსიკალური კომპოზიციები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მონაწილეობდნენ: მე-2, მე-3 და მე-4 კლასელი მოსწავლეები.
ღონისძიების ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილი.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.