ამინდის პროგნოზი

ბმულები

3-5 ივნისს რაპირით ფარიკაობაში გაგრძელდა და ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, 2009 -2011წწ დაბადებულ გოგონათა შორის - ანანო ჯინჭარაძე ტურნირის გამარჯვებული, ხოლო ელენე თურმანიძე მე -III საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ.  ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს თინათინ ბოლქვაძეს ამ წარმატებას და მორიგ წინსვლას ვუსურვებთ. ტურნირის მესამე დღეს დაშნით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ხატია ხილაძე და გურანდა აბულაძე, ხოლო ვერცხლის მედალი ანრი მუკუტაძე ხვდა წილად.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.