ამინდის პროგნოზი

ბმულები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობისა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებული სამომავლო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი, ასევე, აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.  

 დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან გამკლავების მეთოდები განიხილა.

 შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მზაობის სურვილი გამოთქვეს.

 შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საინფორმაციო მასალები და ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.

 შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“

 ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.