სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 1 გ კლასმა (ხელმძღ: ნატალია აბუსერიძე) ჩაატარა საკლასო ზეიმი სახელწოდებით - ,,დედაენა ერთია, სალოცავი ღმერთია“.
ზეიმის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლენ თითოეულ ასო- ბგერაზე შესწავლილი ლექსების მხატვრულად წაკითხვა, მათი საყვარელი პერსონაჟების გაცოცხლება, წაიკითხენ ლექსები და შეასრულენ შესწავლილი საბავშვო სიმღერები. ზეიმის მიზანი იყო ასევე სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება წიგნის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება და წიგნიერების დონის ამაღლება.







