1 ივნისს, ბათუმის N 8 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ოგრანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს მიეძღვნა. ტურნირის დასკვნით ეტაპს 21 ივნისიდან 8 ივლისამდე, წელს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ. ამასთან, ჩვენს ქალაქში ფინალური შეხვედრაც გაიმართება.
შეხვედრის მიზანი აღნიშნული ტურნირის შესახებ ცნობადობის გაზრდა, სპორტული და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.







