სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, როგორც პერსონალური ასევე ჯგუფური. ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკაში და სტილში.
გამოფენები ემსახურება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, ინტეგრაცია საზოგადოებაში, ორგანიზებულობა. ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობაში მოსწავლეთა კომპეტენციის გაძლიერებას.







