ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 1 გ კლასის (დამრ. ნატალია აბუსერიძე) მიერ ჩატარებული აქტივობა თემაზე - ,,შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“.
ატივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნების სილამაზის აღქმის უნარის განვითარება,შემოდგომაზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა. ასევე საპრეზენტაციო უნარების, შეფასების, ურთიერთშეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება-გამდიდრება, მხატვრული კითხვის უნარის, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარება.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.