ამინდის პროგნოზი

ბმულები

გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს გამორჩეულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციის წევრები არიან განათლების სფეროს ის გამორჩეული წარმომადგენლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის (სტუდენტებისთვის) წარმატებული მომავლის შექმნაში .


 საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია Key Consulting-ის ორგანიზებით, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2023 წლის 18 ნოემბერს, თბილისში განათლების საერთაშორისო სამიტი გაიმართა.სამიტის მთავარი მიმართულება გახლდათ: რეფორმები და გამოწვევები საერთაშორისო განათლების მიმართულებით. სამიტში მონაწილეობას ღებულობდნენ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები: მაია ჩაგანავა და ქეთევან კვაჭაძე. სამიტის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები - სამაჯურები წარწერით : “ქი ქონსალთინგი - იამაყე პედაგოგით” და ბლოკნოტები.
,,ქი ქონსალთინგის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა  -ლიკა ოხანაშვილმა მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები და სიგელები.
სამიტში ქართველ მომხსენებლებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებიც.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.