ამინდის პროგნოზი

ბმულები

#სიკეთეგადამდებია
#აქციესიკეთეტრადიციად
#მე-10ე კლასი❤️
  24 ნოემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10ე (დამრ. ირინა მამულაძე) კლასის მოსწავლეები მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ, მოსწავლეებმა ბავშვებს დაურიგეს საჩუქრები და ტკბილეული.შეხვედრა თბილ და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა.


ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახები
ცხოვრების აზრი სიკეთის კეთებაშია, ისეთის სიკეთის, რომელსაც არ ითვლიან, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ, იმ წმინდა სიკეთეში, რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს.მეტი სიკეთე ვაკეთოთ ცხოვრებაში, რადგან ეს ყველაზე ტკბილი მოვალეობაა, რაც ყოველდღე შეიძლება დავუწესოთ საკუთარ თავს.არ უნდა გვჭირდებოდეს მიზეზი,რათა სხვებს დავეხმაროთ.სიკეთე აბედნიერებს,როგორც სიკეთის მქმნელს,ასევე მის მიმღებს.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.