ამინდის პროგნოზი

ბმულები

2023 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ თბილისში „ასოციაცია-ბიომ“ სასტუმრო ,,ბილტმორში" საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია-„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაზიარება“. კონფერენციაზე მიწვეული იყო და მონაწილეობას ღებულობდა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი - მაია ჩაგანავა.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.